წითელ პლანეტის ზედაპირზე ცისფერი დიუნები აღმოაჩინეს
- ჩიკოლინო
- Jun 27, 2018
- 1 min read

პოპულარულია მოსაზრება, რომ მარსი წითელი პლანეტაა, მაგრამ NASA-ს მიერ გავრცელებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო ფოტოები, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ მარსის ზედაპირზე ცისფერი ქვიშის დიუნები არსებობს.
ფოტოები გადაღებულია 24 იანვარს, თუმცა აქამდე სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებული არ იყო.

ეს ფირუზისფერი ლურჯი ქვიშა კრატერ Lyot-ში მდებარეობს. განსხვავებული კომპოზიცია აქვს მეზობელი დიუნებისგან, რომლებსაც უფრო ნაცრისფერი ტონი აქვთ.
კამერა, რომელმაც ეს ლამაზი ფოტოები კოსმოსში გადაიღო, არის High Resolution Imaging Science Experiment-ი, რომელიც მარსის ორბიტაზე 2006 წელს გავიდა და მას შემდეგ დედამიწაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოებს აგზავნის.
Comments