top of page

შიშველი ძილის უპირატესობები

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Nov 13, 2018
  • 1 min read

ree

შიშველი ძილი არამარტო ბედნიერებას მოგანიჭებთ, არამედ არასასიამოვნო ბაქტერიებისგანაც დაგიცავთ. ამიერიდან, თქვენ ისე დაწვებით საწოლში, როგორც დედამ მოგავლინათ ქვეყანას.

ძილს შიშველ მდგომარეობაში მრავალი სარგებელი მოაქვს. ამ სიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ აღარ მოგინდებათ საცვლებით ძილი.

1. ტანსაცმელი სტრესს იწვევს

ree

ძილი შიშველ მდგომარეობაში, ხსნის დაძაბულობას და ღრმად ჩაძინების საშუალებას იძლევა. ამცირებს შფოთვის დონეს, რასაც საკვების უკონტროლოდ მიღება იწვევს.


2. ინფექციები, რომელსაც პიჟამები იწვევს

ree

ჩვილი ბავშვივით, პიჟამაში ძილი მეტად სასიამოვნოა, მაგრამ თბილ გარემოში ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები წარმოიქმნება, ამიტომ ვენტილაცია მნიშვნელოვანია. იძინეთ შიშველ მდგომარეობაში და დაემშვიდობეთ პიჟამებს.


3. სექსი მიდის, სექსი მოდის...

ree

ვნახოთ, ვის შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს შიშველ სხეულს?! არავის! დაიძინეთ პიჟამას გარეშე მეწყვილესთან ერთად და ისიამოვნეთ მოსალოდნელი (ან მოულოდნელი) სექსით.


4. ბევრი შვილი

ree

ეს არის სექსის შედეგი, თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილია. არ გავალდებულებთ (თუ თქვენი მეუღლე არ გთხოვთ). შიშველ მდგომარეობაში ძილი მამაკაცებში ნაყოფიერებას ზრდის. ოთახის ტემპერატურა საუკეთესოა, ჩათბუნებული ადგილებისგან განსხვავებით.


5. წონის კლება

ree

ექსტრემალურად ჟღერს, მაგრამ კალორიები წვას მაშინ იწყებს, როცა სხეულს სცივა.


6. თავისუფლება საბნის ქვეშ

ree

თუ თქვენი მეუღლე მთელი სხეულით არ გეკვრით, შიშველ მდგომარეობაში ძილი უდიდესი თავისუფლების შეგრძნებას მოგანიჭებთ.


7. მეტად ბედნიერი იქნები

ree

თვითშეფასება მჭიდროდ უკავშირდება პატარა ჟესტებს, როგორიცაა ტანსაცმლის მოშორება. ასე რომ, სრულიად შიშველი ძილი გაიზრდის ნდობას საკუთარი სხეულის მიმართ.


8. სიმსუბუქის შეგრძნება

ree

ზოგჯერ საბნის გარეშე ვიღვიძებთ, რადგან ის გვაწუხებს და ვცდილობთ მის მოშორებას. ეს დასრულდება მაშინ, როდესაც შიშველი დაიძინებთ. ასეთ მდგომარეობაში წოლა, სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს. თითქოს ზემოდან დიდი წონა მოვიშორეთ.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page