top of page

ობობა ძაღლის თავით?! - უცნაური არსება ფოტოგრაფის ობიექტივში

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Dec 13, 2018
  • 1 min read

ree

ბუნებაში ისეთი ქმნილებებიც არსებობენ, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ერთ-ერთ მათგანს ამ ფოტოზე ხედავთ. კადრი სამეცნიერო ფოტოგრაფმა, ანდრეას კეიმ 2017 წელს, ეკვადორის ჯუნგლებში გადაიღო. ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად ახლახან გავრცელდა.


ფოტოზე ჩანს ობობას სახეობა, რომლის თავი ძალიან ჰგავს ძაღლისას. თუმცა, რეალურად ის არცერთ მათგანს არ ასახავს. ეს გახლავთ ობობასნაირთა კლასის ე. წ. მთიბავების წარმომადგენელი.


ის არ აბამს ქსელებს და არც შხამიანია. ამ არსების უცნაური თავის გამო, ფოტოს ავტორი ვერ აკეთებს ნათელ განმარტებას, თუმცა ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ევოლუციური ადაპტაცია, რათა ამ სახეობებმა მტაცებლებს აგრესიული სახე აჩვენონ.

Commentaires


Les commentaires sur ce post ne sont plus acceptés. Contactez le propriétaire pour plus d'informations.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page