ლოკოკინას ცოცხლად ჭამის გამო, ბიჭი კომაში ჩავარდა და 8 წელში გარდაიცვალა
- ჩიკოლინო
- Nov 20, 2018
- 1 min read

19 წლის ავსტრალიელმა რაგბისტმა სემ ბალერდმა 2010 წელს დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ნაძლევის გამო ლოკოკინა ლოქორა ცოცხლად შეჭამა.
საუბედუროდ, ლოკოკინა პარაზიტებით - ვირთხის ფილტვის ჭიებით იყო დაავადებული. ინფექციამ სემის კომაში ჩავარდნა გამოიწვია. 420 დღის შემდეგ, ბიჭი კომიდან გამოვიდა. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სემის სხეული მთლიანად პარალიზებული იყო, რასაც თან სხვებთან ურთიეთობის სირთულეები ერთვოდა. 2018 წელს სემ ბალერდი გარდაიცვალა.

ვირთხის ფილტვის ჭია არის პარაზიტი, რომელიც ამ მღრღნელის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხოვრობს. ვირთხის განავლით ვრცელდება ლოქორებსა და ლოკოკინებში, ხოლო ადამიანებში ვრცელდება მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელებს უმად მივირთმევთ.
ყველაზე ხშირად, ეს პარაზიტი იწვევს ნაწლავის პრობლემებს, მაგრამ ზოგჯერ შეუძლია მენინგიტის გამოწვევაც, რაც სემის შემთხვევაში მოხდა.
Comments