top of page

„ჩემმა ძაღლმა მესროლა“ - მამაკაცის დაუჯერებელი ჩვენება

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • May 14, 2018
  • 1 min read

ree

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 51 წლის რიჩარდ რემი საავადმყოფოსი გადაიყვანეს. არც მეტი, არც ნაკლები, მას თავისმა ძაღლმა ესროლა — აცხადებს აიოვას Fort Dodge-ის პოლიცია.

„ჩემმა ძაღლმა მაშინ მესროლა, როდესაც დივანზე ვიწექი და ვეთამაშებოდი. მე მას დაბლა ჩასვლას ვაიძულებდი, ის კი ჩემკენ ხტებოდა“, — ამბობს ძაღლის პატრონი საინფორმაციო ვებგვერდ The Messenger-თან საუბრისას.

რემი 9-მილიმეტრ კალიბრიან იარაღს ქამრით ატარებდა.

„იარაღი უსაფრთხოდ ამოვიღე, ამ დროს ძაღლი გადმოხტა და თათი შემთხვევით სასხლეტს გამოჰკრა“, — ირწმუნება რიჩარდი.

რემი ფეხში დაიჭრა, თუმცა სერიოზულად არ დაზიანებულა. იგი ამბობს, რომ ძაღლმა ტირილი დაიწყო, რადგან იფიქრა, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა.


ree

„ჩემი ძაღლი პიტბულისა და ლაბრადორის ნაჯვარია. მას სიბნელისა და წყლის ეშინია“, — ამბობს რემი

პოლიციელი როჯერ პორტერი კი ირწმუნება, რომ მსგავსი რამ არასდროს მოუსმენია და უნახავს.

„გამიგია, რომ იარაღი ძირს დავარდნიათ, რამაც გასროლა გამოიწვია ან თამაშის დროს შემთხვევით გაუსვრიათ, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში აქამდე არასდროს მქონია“.

დაშავებული საავადმყოფოდან იმავე საღამოს გაწერეს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page