top of page

გიგანტური ანაკონდას გამო, ბრაზილიის ავტომაგისტრალზე მოძრაობა გაჩერდა

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • May 3, 2019
  • 1 min read

ree

მძღოლებმა, რომლებიც ბრაზილიაში, პორტუ-ველიუს ავტომაგისტრალზე მოძრაობდნენ, მანქანები გააჩერეს, რათა გიგანტურ ანაკონდას გზა უსაფრთხოდ გადაეკვეთა.

მანქანიდან უამრავი მძღოლი ჩამოვიდა, რათა დაახლოებით 3 მეტრიანი რეპტილიისთვის, რომელიც გზას კვეთდა, ვიდეო გადაეღო.

ბრაზილიაში ასეთი ფაქტები იშვიათი არ არის, თუმცა ხალხი თვალყურს ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს. ეს ვიდეოკადრები ბრაზილიურ ტელევიზიებშიც მოხვდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ანაკონდა თავშესაფარს ან საკვებს ეძებდა.



Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page