კანადელი ქალი ირწმუნება, რომ გარდაცვლილი ძაღლის მოჩვენება ესტუმრა
- ჩიკოლინო
- Jun 27, 2018
- 1 min read

კანადაში მცხოვრები 44 წლის ქალი, მიშელ კრეიგტონი, ძალიან განიცდიდა თავისი შინაური ცხოველის, 6 წლის ძაღლის, სახელად „ოკლის“ სიკვდილს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ქალს მასზე ფიქრი არ შორდებოდა.

ერთ დღეს, როდესაც ის სახლში იყო და ძაღლზე ფიქრობდა, დაუჯერებელი რაღაც მოხდა. მისაღები ოთახის ფანჯარაში, ფარდის უკან „ოკლის“ სილუეტი გამოისახა.
„როდესაც ძაღლის ჩრდილი პირველად დავინახე, ვიფიქრე, რომ თვალები მატყუებდა, ამიტომ გადავწყვიტე სურათი გადამეღო. სურათის ნახვის შემდეგ, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩრდილი ძალიან ჰგავდა „ოკლის“. მაშინვე სხვა ფოტოებიც გადავუღე, რადგან ვიფიქრე, რომ არავინ დამიჯერებდა. შემდეგ ფარდისკენ გავიქეცი, მაგრამ სილუეტი გამოიცვალა და უკვე ვეღარ ვხედავდი ჩემი ძაღლის ფორმას. მაშინვე მთელ სხეულზე დამბურძგლა“, - განაცხადა მიშელმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სხვებისთვის შესაძლოა, შიშისმომგვრელი ყოფილიყო, მიშელისთვის გამამხნევებელი აღმოჩნდა.
„ამ შეხვედრამ დამამშვიდა და მივხვდი, რომ ჩემი ძაღლი კარგად არის იქ, სადაც უნდა იყოს. სახლში — ჩემთან“, - განმარტა ქალმა.
სურათი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. ზოგიერთები მას ხისგან გამოწვეულ ჩრდილად აღიქვამენ, ზოგიერთები კი ირწმუნებიან, რომ ის ნამდვილად ძაღლის მოჩვენებაა.
Comments