top of page

პომიდორი ფილტვების მუშაობის ფუნქციას აუმჯობესებს

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Nov 13, 2018
  • 1 min read

ree

European Respiratory Journal-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომ პომიდვრის ჭამა ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას. ეს გამოვლინდა ჩატარებული ექსპერიმენტის საშუალებით, რომელშიც ექვსასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.

კველევამ აჩვენა, რომ მათ, ვინც დღიურად 400 გრამ ხილს ან ბოსტნეულს, განსაკუთრებით პომიდორს, ვაშლს ან ბანანს მიირთმევდნენ, ფილტვის მუშაობის უკეთესი ფუნქცია ჰქონდათ განსხვავებით იმათგან, ვინც ამ პროდუქტებს არ მიირთმევდა. თუმცა, ამ პროდუქტებისგან სარგებელი მხოლოდ მათ მიიღეს, ვინც არასოდეს ეწეოდა სიგარეტს ან ყოფილი მწეველები იყვნენ. იმ პირებს კი, ვინც მოწევას ახლაც განაგრძობს, შედეგები არ გაუმჯობესდათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის სახალხო ჯანდაცვის ფაკულტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღიურად ორი ან მეტი პომიდვრის მოხმარება დაეხმარა ყოფილ მწეველებს, რომლებიც თამბაქოს მიერ დაზიანებული ფილტვების რეაბილიტაციას ახდენდნენ. ასევე, შეამცირა ფილტვის ფუნქციის შეფერხება იმ ადამიანებში, რომლებიც არასდროს ეწეოდნენ.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page