ყველა დროის ყველაზე საშიში სერიული მკვლელები - მკვლელი ზოდიაქო
- ჩიკოლინო
- Apr 10, 2019
- 1 min read

ჩიკოლინო წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე საშიში სერიული მკვლელების სერიებს.
სერიულ მკვლელად ითვლება ადამიანი, რომელიც სამ ან მეტ ადამიანს ხოცავს ერთი თვის ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დამნაშავეებს, როგორც წესი ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ, რაც მათ საშინელ ქცევას განაპირობებს.
სერიულმა მკვლელმა, სახელად მკვლელი ზოდიაქო, 1968 წლის დეკემბრიდან 1969 წლის ოქტომბრამდე, ჩრდილოეთ კალიფორნიას შიშის ზარი დასცა. მკვლელი პოლიციასა და გაზეთების რედაქციებში წერილებს გზავნიდა საკუთარი ჩადენილი მკვლელობების დეტალების შესახებ. ამასთანავე, ტექსტებს სხვადასხვა კრიფტოგრამებით წერდა, სადაც მისი ვინაობა იშიფრებოდა. ამის მიუხედავად, მკვლელი ზოდიაქო დღემდე თავისუფალია. ის არასდროს დაუჭერიათ და ვერც მისი ვინაობა დაადგინეს.
„მომწონს ხალხის დახოცვა, რადგან ეს უფრო მართობს, ვიდრე ტყეში ველური ცხოველების ხოცვა. მკვლელობის ჩადენა, ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა. ბევრად უკეთესია, ვიდრე ქალთან წოლა.“ - წერდა მკვლელი, რომელიც მსხვერპლებს ასტროლოგიის დახმარებით ირჩევდა.
მის მსხვერპლებს შორის მრავალი ახალგაზრდა წყვილი და ტაქსისტი იყო. მან 37 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მთავარი ეჭვმიტანილი არტურ ლეიჯ ალენი იყო, მაგრამ საბოლოოდ მტკიცებულებების არარსებობის გამო გაამართლეს.
Comments