როგორ შეიქმნა ბარბი, იგივე ბარბარა მილისენტ რობერტსი
- ჩიკოლინო
- Apr 15, 2019
- 1 min read

თოჯინა ბარბი ფირმა Mattel-ის თანადამფუძნებლის, ელიოტ ჰანდლერის ცოლმა, რუთ ჰანდლერმა შექმნა. ბარბარა მილისენტ რობერტსი თოჯინის სრული სახელია.
თოჯინას სახელი ბარბი რუთის შვილის, ბარბარას პატივსაცემად დაერქვა.
50-ან წლებში, რუთ ჰანდლერმა შეამჩნია, რომ მის შვილს, ბარბარას, ისეთი თოჯინებით თამაში მოსწონდა, რომლებიც მეტად ჰგავდა ზრდასრულ ადამიანებს. თოჯინების უმეტესობა, რომლებსაც აწარმოებდნენ, ბავშვურები იყვნენ. რუთმა იფიქრა, რომ ზრდასრულისმაგვარი თოჯინების წარმოება კარგი ბიზნესი იქნებოდა და მის ქმარს შესთავაზა, მაგრამ ელიოტს ეს იდეა არ მოეწონა.
გერმანიაში მოგზაურობისას, რუთი გადააწყდა თოჯინას Bild Lilli, რომელიც ბავშვური სათამაშო არ იყო, თუმცა საბოლოოდ, ბავშვებში პოპულარობა მაინც მოიპოვა. პატარები თოჯინის ტანსაცმლის გამოცვლით ძალიან ერთობოდნენ.
ფირმა Mattel-მა, რუთ ჰანდლერის იდეის დაწუნების შემდეგ, თოჯინა ლილის წარმოების უფლებები მაინც შეიძინა. თოჯინას გარეგნობა შეუცვალეს. მისთვის ახალი სხეული შექმნეს და სახელად ბარბი დაარქვეს. თოჯინა ბარბის დაბადების თარიღია 1959 წლის 9 მარტი.
სადებიუტო ბარბის, 60-ანი წლების სტილის ქერა, სწორი თმა ჰქონდა და ზებრის სტრუქტურის საცურაო კოსტუმი ეცვა. დღესდღეისობით, თოჯინა ბარბი ისევ ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ყოველთვის თანამედროვე მოდის შესაბამისად აცვია.
コメント