ბოლო სამუშაო დღე სპაიდერმენის ფორმით
- ჩიკოლინო
- Feb 15, 2019
- 1 min read

ბოლო დღე სამსხურში, ზოგჯერ ძალიან სევდიანია, მით უმეტეს, თუ ამ ფირმაში წლების განმავლობაში მუშაობდი, მაგრამ სან-პაულუს ერთ-ერთ ბანკში, ერთი თანამშრომლისთვის ბოლო სამუშაო დღე, ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. მამაკაცმა გადაწყვიტა, ბანკში Spider-Man-ის ფორმით გამოცხადებულიყო.

ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, რომლებმაც თქვეს, რომ

სამსახურთან ასე დამშვიდობება მართლაც იდეალური გადაწყვეტილებაა.
ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა დაწერა: სპაიდერმენის ფორმა იმიტომ ჩაიცვა, რომ ბოლო დღე აქვს სამსახურში, თუ იმიტომ არის ბოლო დღე, რომ ასე ჩაცმული გამოცხადდა?
Comments