ფინჯანი ყავა პანაშვიდზე
- ჩიკოლინო
- May 24, 2018
- 1 min read

თუ ჭიქა ყავა გაფხიზლებთ და ძილის სურვილს გიკარგავთ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება როდესაც ყავას ასეთ უცნაურ კაფეში დალევთ.
კაფე Kid Mai Death Awareness-ი ნამდვილ პანაშვიდს მოგაგონებთ, სადაც მეგობრებთან ერთად გართობას შეძლებთ.

კაფეს ცენტრში თეთრი კუბო დგას. თუ მასში მომხმარებლები რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩაწვებიან, სასმელზე ფასდაკლებას მიიღებენ.

მეპატრონის განცხადებით, მისი მიზანია, რომ მომხმარებლებმა მეტად დააფასონ საკუთარი სიცოცხლე.

კაფე Kid-Mai Death Awareness მდებარეობს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში.
Comentarios