top of page

სუშის ჭამისგან კაცს მუცელში 1,5-მეტრიანი ჭია ჰყავდა

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • May 18, 2018
  • 1 min read

ree

კალიფორნიის, ერთ-ერთი რეგიონული საზოგადოებრივი სამედიცინო ცენტრის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პაციენტს აწუხებდა მუცლის ტკივილები და დღეების განმავლობაში ძლიერი დიარეით იტანჯებოდა. ერთ დღესაც, მამაკაცმა იგრძნო, რომ მის ნაწლავში რაღაც მოძრაობდა და მისი ანალური ხვრელიდან გამოძრომას ცდილობდა.


შეშინებული მამაკაცი უახლოეს სამედიცინო ცენტრში მივიდა. ცოტა ხანში ექიმებმა მისი მუცლიდან 1,5-მეტრიანი ნაწლავური ჭია ამოიყვანეს. სპეციალისტებმა კვლევა დაიწყეს. ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ აღმოჩნდა პარაზიტი პაციენტის ორგანიზმში. სულ მალე დადგინდა, რომ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი კვების რაციონი იყო — მამაკაცმა აღიარა, რომ ყოველდღე სუშის ჭამდა.


სუში უმი თევზისგან მზადდება, რაც შეიძლება, ორგანიზმში სხვადასხვა პარაზიტის მოხვედრის მიზეზი გახდეს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page