top of page

როგორია იდეალური სხეული

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Jun 25, 2018
  • 1 min read

ree

გიფიქრიათ ოდესმე, როგორი იქნება ადამიანი წლების შემდეგ? დღესდღეისობით ცნობილია, რომ სხეულის ისეთი ნაწილები, როგორებიცაა ნეკა თითი ან სიბრძნის კბილი, გამოუსადეგარია და მეცნიერები ამბობენ, რომ ნელ-ნელა, ისინი მომავლის ადამიანის სხეულებიდან გაქრებიან.


BBC-ის სამეცნიერო გადაცემის წამყვანმა, ელის რობერტსმა ხალხს აჩვენა მისი სხეულის ჰიპერრეალისტური პროტოტიპი, თუ ევოლუციის შედეგად ადამიანებს სხვადასხვა ცხოველის საუკეთესო ნაწილები ექნებოდათ.



ree

პროტოტიპი, სახელად Alice 2.0, კატებით, რვაფეხებით, თევზებით, გედებითა და შიმპანზეებით იყო შთაგონებული. საბოლოო შედეგი კი ასეთია: დიდი თვალები, დიდი და გრძელი ყურები უკეთესად მოსასმენად, შიმპანზეს მაგვარი დაბალი წელი, ძლიერი და სწრაფი ფეხები და ფეხის ტერფები მხოლოდ სამი თითით. კანი ბაყაყისმაგვარი, რათა თავიდან აირიდოს დაზიანება ულტრაიისფერი სხივებისგან. ამასთან, ახალ ალისს არ აქვს გულ-მკერდის არე. გარდა ამისა, გული ძაღლის აქვს, ფილტვები კი გედის.

თუმცა, უფრო შოკისმომგვრელია ბავშვის თავი, რომელიც მუცლიდან არის ამოსული, როგორც კენგურუს, რაც საშუალებას იძლევა ქალმა უფრო მარტივად იმშობიაროს.


„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით წლის შემდეგ, ასეთი ადამიანი სავსებით ნორმალური იყოს“.


Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page