მომაკვდავი მასწავლებლის უკანასკნელი სურვილი
- ჩიკოლინო
- Jun 28, 2018
- 1 min read

მომაკვდავი მასწავლებლის უკანასკნელმა სურვილმა აჩვენა, რამდენად უყვარდა მას საკუთარი პროფესია და მოსწავლეები.

ამერიკელი თამი ვედელი 25 წლის განმავლობაში იყო მასწავლებელი. სიცოცხლის უკნასკნელ პერიოდში ის სიმსივნეს ებრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, დაავადებამ თამი დაამარცხა.
სიკვდილის წინ ქალმა ისურვა, რომ მის პანაშვიდზე ხალხს ყვავილების ნაცვლად სკოლის ზურგჩანთები მოეტანათ, რათა შემდეგ, გაჭირვებული ბავშვებისთვის გადაეცათ.
ვედელის ბიძაშვილმა, 18 ივნისს ტვიტერზე პანაშვიდის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ბოლომდე მასწავლებელი“.

ისტორია, რომელიც გვასწავლის სხვებზე ფიქრს ნებისმიერ მომენტში, მაშინაც კი, როცა ყველაზე ცუდი დასასრული გარდაუვალია.
Comments