top of page

მთვარის მტვერი შესაძლოა, კანცეროგენული იყოს

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • May 15, 2018
  • 1 min read

ree

ახალი კვლევების მიხედვით, ასტრონავტები, რომლებიც მთვარეზე დიდ დროს გაატარებენ, შესაძლოა, მრავალი დაავადებით დაიტანჯონ, რასაც მთვარის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვა იწვევს.

გამოცემა Advancing Earth And Space Science-ის სტატიის მიხედვით, კვლევამ მთვარის მტვრის სიმულაციის საფუძველზე დაადგინა, რომ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის მტვერი შეიძლება, ადამიანის ფილტვებისთვის მომწამვლელი იყოს, ისევე, როგორც ვირთხების ტვინის უჯრედებისთვის.

ლაბორატორიაში შექმნილი ადამიანისა და მღრნელების ტვინის უჯრედების 90%, რომლებიც კვლევებისთვის გამოიყენეს, მთვარის მტვრის ზემოქმედების შედეგად განადგურდა.

ახალი კვლევის ავტორი, ბრუს დემპლი ამბობს, რომ მთვარის მტვრის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს სასუნთქ გზებსა და ფილტვის ფუნქციონირებაზე, ასევე გაზარდოს უფრო სერიოზული დაავადების, მაგალითდ კიბოს რისკი.

„მთვარეზე მოგზაურობა, ალბათ კვირები, თვეები ან უფრო მეტხანს გაგრძელდება და სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება ყველა რისკის სრულად აღმოფხვრა“, — თქვა ბიოქიმიკოსმა.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page