top of page

მამაკაცი ბიონიკური პენისით პირველი სექსის შემდეგ კომაში ჩავარდა

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Nov 7, 2018
  • 1 min read

ree

2018 წლის ივნისში, 45 წლის ენდრიუ ვორდლმა, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, 56 000 ევროს ღირებულების ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა. ექიმების გუნდმა მას ხელოვნური ბიონიკური პენისი აღუდგინა. ამისთვის მათ ენდრიუს კანი და მარცხენა მკლავის კუნთი და მარჯვენა ფეხის ვენა გამოიყენეს. ოპერაციის შემდეგ მას ჩვეულებრივი ერექცია ჰქონდა.


ექვსი კვირის შემდეგ, ენდრიუს პირველად ჰქონდა სექსი. ვაჟიშვილობა მეგობარ ქალთან დაკარგა, რომელსაც უკვე 6 წელია ხვდება. წყვილის სექსუალური კავშირი არაჩვეულებრივად წარიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, ვორდლს სიცხემ მისცა და გულისრევა დაეწყო. წყვილმა იფიქრა, რომ ეს შესაძლოა, ვირუსის ბრალი იყო და ყურადღება არ მიაქციეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ქალმა ენდრიუ საკუთარ სახლში, იატაკზე დაგდებული, უგოდო მდგომარეობაში იპოვა.


სიტუაცია თანდათან გაუარესდა. მამაკაცი 5 დღის განმავლობაში კომაში ჩავარდა. მრავალი ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცს ნაღვლის ბუშტის პრობლემა ჰქონდა და ეს ორგანო ლაპაროსკოპიული ოპერაციით ამოაჭრეს. ახლა ის თავს ბედნიერად გრძნობს და სიცოცხლეს აგრძელებს. უფრო მეტიც, არის შესაძლებლობა, რომ მას ბავშვებიც ეყოლოს.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page