top of page

თვალის მელანომა - იშვიათი სახეობის აგრესიული კიბო

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • May 14, 2018
  • 1 min read

ree

თვალის მელანომა კიბოს უიშვიათესი სახეობაა. ვარაუდობენ, რომ 1 მილიონი ადამიანიდან, ყოველწლიურად აშშ-ში ის ექვსს ემართება. ანუ, ფიქსირდება სულ 2000 შემთხვევა წელიწადში. ამის შესახებ მელანომის კვლევის ფონდი იუწყება.

თუმცა, ექიმები შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ ალაბამასა და ჩრდილოეთ კაროლინაში 20-30 წლამდე ქალებში ამ დაავადების ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა.


შემაშფოთებელი ფენომენი

ჟურნალ Health-ში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ალაბამაის ობერნის უნივერსიტეტის 36 კურსდამთავრებულს თვალის მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. მსგავსი შემთხვევების მოსაძებნად, ერთ-ერთმა მათგანმა Facebook-ზე სპეციალური ჯგუფი შექმნა.

ჩრდილოეთ კაროლინაში, ობერნიდან 400 მილის დაშორებით, თვალის მელანომას 18-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„უცნობია, რა ბუნებრივმა, სოციალურმა თუ გენეტიკურმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ დაავადებას, მაგრამ გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ, რომ გამოჯანმრთელებისა და დაავადების თავიდან აცილების გზებს მივაგნოთ“, — წერს ეშლი მაკკრერი, ობერნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფეისბუკის ჯგუფის შემქმნელი.


რა არის თვალის მელანომა

ეს არის სიმსივნის ტიპი, რომელიც ვითარდება თვალის ფერის ჩამომყალიბებელ უჯრედში. კანის შემდეგ, ის მეორე ყველაზე გავრცელებული მელანომაა, თუმცა ბევრად უფრო იშვიათი.

დაავადების რისკფაქტორი არის ღია ფერის თვალები და კანი, დისპლასტიკური ნეიროსინდრომი და გარკვეული გენეტიკური მუტაცია. მზის ზემოქმედება დადასტურებული არ არის. დაავადებული ადამიანების საშუალო ასაკი 55 წელია.


დაავადების 5 სიმპტომი

თვალის მელანომის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ საწყის ეტაპზე სიმპტომები არ აქვს.

„სიმსივნის დიაგნოზი რუტინული ოფთალმოლოგიური კვლევებით დგინდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად ესტუმროთ ოფთალმოლოგს“, — განუცხადა NBC News-ს ექიმმა სანანდანა ჩანდრამ, რობერტ ჰ. ლურის კიბოს ცენტრის ონკოლოგმა.


ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია სიმპტომების შესახებ:

- ბუნდოვანი ან დამახინჯებული ხედვა

- შავი წერტილი თვალის ფერად ნაწილში, რომელიც ზომაში იზრდება

- ბრმა წერტილი გვერდითი ხედვის დროს

- ხედვისას მოციმციმე ნათების დანახვა

- გუგის ფორმის ცვლილება


დიაგნოზის დასმის შემდეგ:

თვალის მელანომის დიაგნოზის დასმის შემდეგ, მკურნალობა რადიოთერაპიით ან თვალის ამოცლა. მხედველობა იკარგება.

ეს გახლავთ კიბოს ძალიან აგრესიული ტიპი, ამიტომ თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ ან მხედველობის პრობლემა გაქვთ, სასწრაფოდ ესტუმრეთ ოფთალმოლოგს.

Commenti


Non puoi più commentare questo post. Contatta il proprietario del sito per avere più informazioni.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page