top of page

ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში გაიხსნება

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 23, 2018
  • 1 min read

ree

Under-ი ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი იქნება. მშენებლობის პროცესი იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო და რესტორანი 2019 წლის მარტში გაიხსნება.

რესტორანი სამხრეთ ნორვეგიაში შენდება. შესასვლელი ზღვის დონიდან სამი მეტრის სიმაღლეზე იქნება, თავად რესტორანი კი ზღვაში, 5 მეტრ-ნახევარ სიღრმეში. გათვლილია 100 ადამიანზე.

ree

სურათები ცხადყოფს, რომ სტუმრები შეძლებენ ზღვის ფსკერისა და მისი ველური სამყაროს დანახვას, 11 მეტრი სიგანის ფანჯრიდან. სტრუქტურას ორმაგი დანიშნულება ექნება. მკვლევრები შეძლებენ, რესტორანი საზღვაო ბიოლოგიის შესასწავლად გამოიყენონ.

ნორვეგია ელოდება, რომ Under-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა რესტორანი გახდება.

ree

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page