გოგონა უცნაური სხეულით - მირტლ კორბინის გასაოცარი ისტორია
- ჩიკოლინო
- Oct 3, 2018
- 2 min read

ჟოზეფინ მირტლ კორბინი ჩვეულებრივი გოგონა იყო. როდესაც ის დაიბადა, ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვი ძლიერი და ჯანსაღი იყო და ჩვეული ტემპით გაიზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ფეხი ჰქონდა, გოგონა აქტიური და წარმატებული იყო.
რატომ დაიბადა ოთხი ფეხით? - ეს კითხვა ექიმს მოსვენებას არ აძლევდა.
• ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მიზეზი მშობლებს შორის 10 წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო. უფროსი დედა იყო.
• მეორე თეორია მშობლებს შორის დიდ მსგავსებას ასახელებდა (ორივე წითური, ცისფერი თვალებითა და თეთრი კანით), მაგრამ სისხლის კვლევამ აჩვენა, რომ ნათესავები არ იყვნენ. მათ ასევე ჰყავდათ სხვა შვილებიც, რომლებიც სრულად ჯანმრთელები იყვნენ.
• რეალურად, გოგონა დაიბადა დაიპიგუსის სინდრომით, პარაზიტი ტყუპისცალის ტიპით. ჰქონდა ორი მენჯი. თითოეულ მენჯს ფეხების ორი წყვილი ჰქონდა. ერთი ნორმალური ზომის, ხოლო მეორე მოკლე.
სამედიცინო ჟურნალებმა მირტლის ხანგრძლივი ცხოვრება შეისწავლეს და გამოაქვეყნეს. წერდნენ, რომ გოგონას შეეძლო მოკლე ფეხების მოძრაობა, თუმცა სიარულისთვის საკმარისად ძლიერები არ იყო. ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, რადგან მისი ფეხების მეორე წყვილი მოკლე იყო და იატაკს არ ეხებოდა.
ცხოვრება ცირკში
1881 წელს, 31 წლის ასაკში, მირტლი ცირკს შეუერთდა. მისი ფსევდონიმი გახდა „ტეხასელი გოგონა ოთხი ფეხით“. თავისი სხეულის ჩვენებით მირტლი თავდაპირველად 1 სენტავოს იღებდა მეზობლებისგან და ცნობისმოყვარეებისგან. მოგვიანებით, მეტი ფულის საშოვნელად, გოგონას მამამ მირტლის შესახებ ბუკლეტები დაამზადა და თანამშრომლობა გაზეთებთან დაიწყო, რათა ხალხი მოსულიყო და ენახა.
მირტლ კორბინი ძალიან ცნობილი გახდა და სოფლებსა და ქალაქებში დაიწყო მოგზაურობა. კვირაში 450 დოლარამდე გამოიმუშავებდა.
საბოლოოდ, ფითი ბარნუმმა საკუთარ შოუში მიიწვია. მირტლმა მასთან 4 წლის განმავლობაში იმუშავა, სანამ სხვა ცირკებში გოგონები 4 იმიტირებული ფეხით გამოჩნდებოდნენ.
ცირკის შემდეგ
მირტლი ცირკიდან წამოსვლის შემდეგ შეხვდა კლინტონ ბიკნელს, ექიმს, რომელზეც იმავე წელს იქორწინა. 1887 წელს აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო, რამაც მასში დიდი უიმედობა გამოიწვია თავისი ანატომიის გამო. მალევე ძალიან დაავადდა და იძულებული გახდა აბორტი გაეკეთებინა. მოგვიანებით, მან ოთხი სრულიად ჯანმრთელი შვილი გააჩინა.

მისი ცხოვრება ტეხასში საკუთარ ოჯახთან ერთად და ცირკისგან შორს საკმაოდ ნორმალური იყო.
„ტეხასელი გოგონა ოთხი ფეხით“ 1928 წელს კანის სტრეპტოკოკური ინფექციისგან გარდაიცვალა. მის საფლაფს დიდი ხნის განმავლობაში დარაჯობდნენ, რადგან მირტლის სხეული არ მოეპარათ.
コメント