top of page

NASA-ს ასტრონავტს კოსმოსში გასვლისას მეხსიერების SD ბარათის წაღება დაავიწყდა

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • May 21, 2018
  • 1 min read

ree

მსგავსი სიტუაცია ალბათ ყველას გვქონია. მაგალითად, სამოგზაუროდ პარიზში მიდიხართ და გავიწყდებათ კამერის წაღება. ამიტომ, იძულებული ხართ ახალი კამერა იყიდოთ. მაგრამ როდესაც ასტრონავტი ხარ და კოსმოსში იმყოფები, საქმე გაცილებით რთულადაა.


NASA-ს ასტრონავტს, ენდრიუ ფიუსტელს, სწორედ ასეთი ამბავი შეემთხვა. პირდაპირ ეთერში, უცებ მისი კითხვა გაისმა:


„კითხვა მაქვს GoPro-ზე. ვაჭერ ღილაკს და ეწერება No SD. ვიდეოს ჩასაწერად მჭირდება? წითელი შუქი უნდა იყოს რომ იწერდეს?“


კითხვამ დედამიწაზე, NASA-ს დაკვირვების ცენტრში, თანამშრომლების 40 წამიანი სიჩუმე გამოიწვია. ასტრონავტმა ისევ იკითხა: „რას ნიშნავს No SD?“


პასუხი ძალიან გულწრფელი იყო: „ვფიქრობ, ნიშნავს, რომ არ არის მეხსიერების ბარათი“ — უპასუხა ჰიუსტონში მისიის კონტროლის ჯგუფის წევრმა.


ასე რომ უკვე იცით, თუ როდესმე კოსმოსში გაფრინდებით, სახლიდან გასვლის წინ კამერის შემოწმება არ დაგავიწყდეთ. კოსმოსიდან ასეთი ხედების გადაუღებლობა, უპატიებელი ცოდვაა.


تعليقات


لم يعد التعليق على هذا المنشور متاحاً بعد الآن. اتصل بمالك الموقع لمزيد من المعلومات.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page