top of page

მარინა - პერსონაჟი აივ ინფექციით ნეტფლიქსის სერიალში „ელიტა“

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Oct 23, 2018
  • 1 min read

ree

მარია პედრასა სერიალში „ელიტა“ მარინას როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი მაღალი წრის წარმომადგენელია, რომელიც აივ ინფექციით არის დაავადებული.


მარია, მოგვიყევი შენს პერსონაჟზე

მე მარინა ვარ. მაღალი წრის წარმომადგენელი. ის გრძნობს, რომ ყველასგან უარყოფილია და მას სჭირდება მოსმენა. მის გარშემო მყოფები კი ამას არ აკეთებენ. მას ვერ უგებენ და და ამ ყველაფერს მარინა სხვებში ეძებს, როგორებიც არიან ნანო და სამუელი. მარინა ნამდვილად ძლიერი გოგონაა.



ree

როგორ მიიღე ის ფაქტი, რომ შენი პერსონაჟი იქნებოდა აივ დადებითი, რაც მაღალი წრის წარმომადგენლებში არც ისე ჩვეულია?

ძალიან მადლობელი ვარ. ამან არ შემაშინა. მინდოდა ეს ყველაფერი წინა პლანზე გამომეტანა. დიდად საპასუხისმგებლოა ის ფაქტი, რომ ხალხმა გაიგოს და მოუსმინოს.


შეხვდი ხალხს ამ დაავადებით?

არა. იყო მომენტი, როდესაც რეჟისორმა, რამონ სალასარმა გვთხოვა, ჩვენი პერსონაჟების ცხოვრება მეტად ინტიმურად გაგვეაზრებინა და წარმოგვედგინა. იმ მომენტში ერთმანეთში ავურიე ცეკვა და მარინას ფიქრები, რომლებიც ამ დაავადებისკენ იყო მიმართული.

ერთ საღამოს იტერნეტში დავიწყე ინფორმაციის ძებნა ახალგაზრდებზე, რომლებსაც ეს დაავადება სჭირთ. როლი ასე უფრო გავითავისე.


საკუთარი პერსონაჟი მიიღე და გაითავისე?

რეალურ სამყაროში ასე ხშირად ხდება და ეს ზოგჯერ მშვენიერია. ზოგჯერ უნდა გააფუჭო, რომ შემდეგ გამოასწორო.


უყურებდი ახალგაზრდულ სერიალებს?

კი. High School Musical-ს ვუყურებდი. ზაკ ეფრონზე ვიყავი შეყვარებული.

ree


ხედავ განსხვავებას „ელიტასა“ და სხვა ახალგაზრულ სერიალებს შორის?

კი, „ელიტა“ ძალიან განსხვავდება სხვა სერიალებისგან. ეს უფრო მეტად ასახავს რეალობას.


„ქაღალდის სახლში“ თამაშობდი პატარა გოგონას როლს, ისევე როგორც „ელიტაში“. მუდამ ამ პროფილით განგიხილავენ?

კი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ასეა. თუმცა, ამჟამად მე ვარ ახალ პროექტში, რომელიც ჩემთვის გამოწვევაა. ადვოკატის როლს ვითამაშებ. ვნახოთ რა იქნება. ეს არ იქნება ნეტფლიქსის სერიალი. მისი სახელწოდებაა Toy boy. ასევე იქნება ნეტფლიქსის კიდევ ერთი ფილმი.


ნეტფლიქსი მსახიობებისთვის კარგი შესაძლებლობაა?

კი, ძალიან კარგი.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page