top of page

ივან პიტერსი „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მე-9 სეზონში აღარ ითამაშებს

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 5, 2019
  • 1 min read

ree

ჯერჯერობით უცნობია დეტალები „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეცხრე სეზონის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ივან პიტერსი, რომელიც სერიალის ყველა სეზონში ჩანდა, ახალ სეზონში აღარ ითამაშებს.

„არა, სერიალის გუნდს აღარ შევუერთდები“ - მსახიობმა WonderCon-თან ინტერვიუში განაცხადა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ახალ სეზონში დაბრუნდება ემა რობერტსი, ასევე, ოლიმპიური მედლის მფლობელი გას კენვორტი, რომელიც ემა რობერტსის პერსონაჟის შეყვარებულის როლში მოგვევლინება.

მერფიმ განაცხადა, რომ „ქოვენის“ ჯადოქრები დაბრუნდებიან, მაგრამ არა ამ სეზონში.

ივან პიტერსი მალე X-Men: Dark Phoenix-ში გამოჩნდება. ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, მსახიობი ითამაშებს თუ არა რაიან მერფის კიდევ ერთი სერიალის, Pose-ის მეორე სეზონში, რომელიც „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მსგავსად, FX -სთვის იქმნება.

Commentaires


Les commentaires sur ce post ne sont plus acceptés. Contactez le propriétaire pour plus d'informations.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page