top of page

ემილია კლარკი შიშველი სცენების კრიტიკას პასუხობს

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 5, 2019
  • 1 min read

ree

„სამეფო კარის თამაშების“ პრემიერის შემდეგ, ფანტასტიკის ჟანრი, სექსუალური ძალადობრივი შინაარსით 180 გრადუსით შემოტრიალდა. ემილია კლარკმა აღიარა, რომ ის შოკში ჩააგდო სერიალში შიშველი სცენების რაოდენობამ, თუმცა ირწმუნება, რომ უამრავი ნეგატიური კომენტარის მიუხედავად, არაფერს შეცვლიდა.

ree

„სერიალში არაფერს შევცვლიდი. ხალხი გამუდმებით სიშიშვლეზე მეკითხება, მაგრამ მოკლე პასუხია: არაფერს შევცვლიდი“ - განაცხადა კლარკმა The Sun-თან ინტერვიუში. - „სექსის ეს სცენები უნდა ნახოთ, ამის ახსნა შეუძლებელია“.

ree

კლარკი თითქმის უცნობი მსახიობი იყო, როდესაც დეინერეს ტარგარიენის როლზე დაამტკიცეს, თუმცა სერიალის შემდეგ, როლები „ტერმინატორსა“ და „ვარსკვლავურ ომებში“ მიიღო.

ree

„სამეფო კარის თამაშების“ მერვე და უკანასკნელი სეზონი, რომელი ექვსი ეპიზოდისგან შედგება, HBO-ს ეთერში 14 აპრილს გამოვა.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page