კიდევ ერთი „უშნო ბეტი“ ეკრანებზე მალე გამოვა
- ჩიკოლინო
- May 21, 2018
- 1 min read

მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ენისა თუ კულტურის მიუხედავად, „უშნო ბეტის“ 20 ვერსია გადაიღეს. სერიალი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
პრემიერიდან 20 წლის შემდეგ, „უშნო ბეტის“ კიდევ ერთ, ახალ ვერსიას Telemundo გადაიღებს. ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ინფორმაცია დაადასტურა Telemundo Networks- ის პრეზიდენტმა ლუის სილბერვოსერმა.
ტელენოველა, რომელიც ჯერ კიდევ მოსამზადებელ ფაზაშია, ეკრანებზე გამოვა სახელწოდებით — „ბეტი ნიუ-იორკში“.
სერიალის ადაპტაცია ბეატრის ავრორა რინკონ ლოსანოს ისტორიას მოგვითხრობს. ლათინოამერიკელი ჭკვიანი და განათლებული გოგონა, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ეძებს სამსახურს, მაგრამ ყველგან უარით ისტუმრებენ, რადგან ფიზიკურად ლამაზი არ არის. 6 თვის შემდეგ, ბეატრისი გადაწყვეტს თავის კვალიფიკაციაზე დაბალ თანამდებობას დასთანხმდეს და ასე მოხვდება მდივნის თანამდებობაზე მოდის კომპანიაში V&M. გოგონა მოდის ინდუსტრიაში დაცინვის ობიექტი გახდება, გარშემო კი ლამაზი ქალები და მოდელები ჰყავს, რის გამოც დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდება.
ბიზნესისა და გლამურის შუაგულში, სილამაზესა და სიმახინჯეს შორის, ბეტი ჩამოყალიბდება როგორც ქალი. ის ასევე შეხვდება მისი ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევას — სიყვარულს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს უშნო ბეტის როლს სერიალის ახალ ვერსიაში.
სერიალის პრემიერა Telemundo-ს ეთერთი შედგება.
Commenti