Netflix-ი „ელიტას“ მეორე სეზონს გადაიღებს
- ჩიკოლინო
- Oct 22, 2018
- 1 min read


Netflix-მა მაყურებელს აუწყა, რომ სერიალ „ელიტას“ მეორე სეზონი ექნება. პირველი სეზონის საერთაშორისო პრემიერა 5 ოქტომბერს შედგა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერიალის ძველი და ახალი პერსონაჟების შემსრულებლებთან. სერიალის ახალი ეპიზოდები 2019 წელს გამოვა.
პირველი სეზონის მსგავსად, მეორე სეზონზეც Zeta Audiovisual იმუშავებს. ახალი სეზონის რვავე სერია 4K ხარისხით იქნება გადაღებული.

„ელიტა“ Netflix-ის მეორე ესპანური სერიალია, რომლის რეჟისორები რამონ სალასარი და დანი დე ლა ორდენი არიან. სცენარის ავტორები კი კარლოს მონტერო და დარიო მადრონა იქნებიან.
Kommentare