ლათინოამერიკული სერიალები და მათი საუნდტრეკები
- ჩიკოლინო
- Apr 24, 2019
- 3 min read

ფილმები და სერიალები, წარმოუდგენელია მუსიკალური გაფორმების გარეშე. ჩიკოლინო წარმოგიდგენთ იმ ლათინოამერიკულ სერიალებს, რომლების მთავარი საუნდტრეკები ძალიან პოპულარული და დასამახსოვრებელი იყო.
სერიალი „ეშმაკუნა“ საქართველოს პირველ არხზე
Pobre diabla enamorada de este amor imposible no quiero vivir sufriendo porque no estas aqui conmigo...
ეს არის ფრაზა სერიალ „ეშმაკუნას“ საუნდტრეკიდან, რომელიც 2000-ანი წლების დასაწყისში, საქართველოს პირველ არხზე გადიოდა. ფიორელა მორელისა (ენჯი სეპედა) და ანდრეს მეხია გუცმანის (სალვადორ დელ სოლარი) სიყვარულის ისტორია შურმა და უკმაყოფილებამ წარმოშვა, რამაც შესაძლოა ეს გრძნობა მათთვის უფრო განსაკუთრებული გახადა. „ეშმაკუნა“ (Pobre Diabla) América Televisión-ის ეთერში 2000 წელს დაიწყო და მაყურებელს ერთი თავმდაბალი გოგონას ისტორიას მოუთხრობდა, რომელსაც მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა, მემკვიდრეობით დიდი ქონება ერგო. გარდაცვლილი ქმრის ოჯახს გოგონა არ მოსწონდა. მათ შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა. ფიორელას და ანდრესს სწორედ ამ ქაოსის დროს შეუყვარდათ ერთმანეთი. წყვილი ბევრ წინააღმდეგობას შეხვდა, სანამ ოჯახმა გოგონა მიიღო.
სერიალი „ველური კატა“ იმედზე
Gata salvaje con tu pasión con tu dulzura arráncame el corazón. Es algo muy natural, sacar las uñas y dientes cuando algo nos sale mal, y nos maltrata la gente…
ეს ფრაზებიVenevision-ის 2002 წლის წარმატებული ტელენოველაში, „ველურ კატაში“ჟღერს, რომელიც ქართულად ტელეკომპანია იმედის ეთერში გადიოდა. სერიალში მთავარ როლებს მარლენ ფაველა და მარიო ჩიმარო თამაშობენ. ლუის მარიო არისმენდისა და როსაურა რიოსის სიყვარულის ისტორია წარმოუდგენელია სერიალის მთავარი საუნდტრეკის გარეშე, რომელსაც მსახიობი და მომღერალი, პაბლო მონტერო ასრულებს. დღესაც უამრავ ადამიანს ახსოვს ეს სიმღერა, რომლის გაჟღერებისას ყველა ეკრანს ეჯაჭვებოდა. ამ ლათინოამერიკული სერიალის მთავარი გმირი, როსაურა, ცხოველივით იცავს თავის ცხოვრების სიყვარულს, რომელიც თავიდან მისი გრძნობებით თამაშობს.
სერიალი „ფარული ვნება“ იმედზე
¿Quien es ese hombre que me mira y me desnuda? Una fiera inquieta que me da mil vueltas y me hace temblar, pero me hace sentir mujer…
ლათინურ ამერიკაში ყველაზე წარმატებული ტელენოველა„ფარული ვნება“, რომელიც სამი ძმისა და სამი დის ისტორიას მოგვითხრობს, საქართველოში, ტელეკომპანია იმედის ეთერში ორჯერ აჩვენეს. ხუანის, ოსკარისა და ფრანკო რეისების მიზანი თავიდან ერთ-ერთ მდიდარ ოჯახზე შურისძიება იყო, მათი დის, ლიბიას (ანა ლუსია დომინგესი) სიკვდილის გამო, თუმცა სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სერიალში პირველად დონა გაბირიელას (კრისტინა ლილი) შვილის, ნორმასა (დანა გარსია) და ხუანის (მარიო ჩიმარო) სასიყვარულო ხაზი განვითარდა. მათ უკან კი მაყურებელი ხიმენასა (პაოლა რეი) და ოსკარის (ხუან ალფონსო ბაპტისტა) სიყვარულის ისტორიის მოწმე გახდა ისევე, როგორც სარასა (ნატაშა კლაუსი) და ფრანკოს (მიჩელ ბრაუნი) სიძულვილისა,რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზარდა. დღესაც კი, საქართველოში რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც როსარიო მონტესის (ზარიკ ლეონი) მიერ შესრულებული Fiera Inquieta არ ახსოვს.
სერიალი „შტორმი“ რუსთავი 2-ზე
Ay amor, te vas alejando y no te puedo detener ni yo me puedo contener al ver que nuestro amor se esta derrumbando Por tu amor viviré, por tu amor cada instante…
ამ მელოდიით იწყებოდა Telemundo-ს კოლუმბიური სერიალი „შტორმი“, რომელიც საქართველოში რუსთავი 2-ზე გადიოდა. სერიალში მთავარ, მარია ტერესა მონტილიას როლს ნატალია სტრეიგნარდი თამაშობს, ხოლო მისი პარტნიორის, სანტოს ტორეალბას როლშიკრისტიან მეიერი გვევლინება. მათი სიყვარულის ისტორიას პუერტო ბრავომდე მივყავართ, სოფელში, სადაც მარია ტერესა ბრუნდება, რათა მამის ბიზნესი გადაარჩინოს. რაც მან არ იცის, არის ის, რომ იქ ხვდება კაცი, რომელიც ბრძანებებს არავისგან იღებს. არც ისეთი მიმზიდველი ლამაზმანისგან, როგორიც მარია ტერესაა. მომავალში, მათი კონფლიქტი სიყვარულში გადაიზრდება.
სერიალი „შოკოლადის საიდუმლო რეცეპტი“ რუსთავი 2-ზე
Dame, dame chocolate el agridulce en tus labios, que a pesar de ser tan sabios no conocen de debate…
Telemundo-ს სერიალში, რომელიც რუსთავი 2-ის მაყურებლისთვის „შოკოლადის საიდუმლო რეცეპტით“ იყო ცნობილი, მთავარ როლებს ხენესის როდრიგესი და კარლოს პონსე თამაშობენ. პირველივე სერია მაგიური ისტორიით იწყება, სადაც ეკ-ჩუაკის, შოკოლადის ღმერთის ძალა ჩანს.ტყუილი და დაუსრულებელი შურისძიება, მოგვიანებით ბრიუს რიმინგტონისა და როსიტა ამადოს სიყვარულში გადაიზრდება. დასაწყისში, ბრიუსს არ უნდოდა აღიარება, რომ სოფლელი და დიდცხვირა როსიტას მიმართ, რომელსაც წელზე დიდი ნიშანი ჰქონდა, გრძნობები გაუჩნდა. თუმცა, საბოლოოდ საკუთარ მახეში გაება, როდესაც ცდილობდა როსიტასთვის თავი შეეყვარებინა, შოკოლადის საიდუმლო რეცეპტი დაეტყუა და საკუთარი ფირმა გადაერჩინა. ბრიუსს როსიტა თავდავიწყებით შეუყვარდა და ეს სერიალი ასე იქცა Telemundo-ს ულამაზეს ისტორიად.
სერიალი „დონა ბარბარა“ რუსთავი 2-ზე
Dame fuerza yo quiero amar llévame lejos para soñar Dame tu amor una vez mas…
კრისტიან მეიერი, ედიტ გონსალესი და გენესის როდრიგესი, რომულო გაიეგოს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული Telemundo-ს სერიალის, „დონა ბარბარას“ 2008 წლის ადაპტაციის მთავარი გმირები არიან. ტელენოველა დონა ბარბარას ისტორიას მოგვითხრობს. ქალის, რომელიც ხუთმა კაცმა გააუპატიურა. წლების შემდეგ, ის გადაწყვეტს მოძებნოს ხუთივე მოძალადე და სიცოცხლეს გამოასალმოს. ძალადობის შედეგად დონა ბარბარას გაუჩნდა შვილი, მარისელა, რომლის დანახვაც არ უნდოდა. ასე რომ გოგონა დედის მხარდაჭერისა და ზრუნვის გარეშე გაიზარდა. ამ დროს გამოჩნდება სანტოს ლუზანდო, რომელიც ბარბარას გულის დაპყრობას შეეცდება.
Comments