top of page

„ცოცხლების სასაფლაოს“ რიმეიკის მთავარი გმირი უკვე შერჩეულია

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 19, 2018
  • 1 min read

ree

Paramount-ი უკვე მუშაობს „ცოცხლების სასაფლაოს“ რიმეიკზე, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. პირველად ის 1989 წელს გადაიღო მერი ლამბერტმა. ფილმის რიმეიკის მთავარი გმირი უკვე შერჩეულია. საინტერესოა, ვინ?

„ცოცხლების სასაფლაოს“ რიმეიკის რეჟისორები კევინ კოლში (Scream) და დენის ვაიდმაიერი (Starry Eyes) არიან. The Hollywood Reporter-ის მიხედვით, Paramount-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჯეისონ კლარკთან — მსახიობი, რომელიც ცნობილია ფილმებიდან „ძალიან ბნელი ღამე“ და „ტერმინატორი: დაბადება“. კლარკი შეასრულებს დოქტორ ლუის კრიდის როლს. ფილმის თავდაპირველ ვერსიაში ეს როლი დეილ მიდკიფმა შეასრულა.

„ცოცხლების სასაფლაო“ სტივენ კინგმა 1983 წელს დაწერა. მოგვითხრობს კრიდების ოჯახის ისტორიას. ოჯახის უფროსი ლუის კრიდია — ექიმი, რომელიც გადაწყვეტს იყიდოს სახლი ერთ წყნარ სოფელ მაინეში, რათა მშვიდად იცხოვროს ცოლთან, რეიჩელთან და შვილებთან — ელისთან და გეიჯთან ერთად.

ყველაფერი კარგად მიდის მანამ, სანამ ახლომდებარე გზატკეცილზე მათ კატას არ მოკლავენ. ლუისი გადაწყვეტს, რომ კატა დამარხოს ცხოველების სასაფლაოზე, რომელიც მათი სახლის უკან მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, ყველა დამარხული ცხოველი ცოცხლდება. ცოტა ხანში, კრიდების გარდაცვლილი კატა ბრუნდება, მაგრამ ჩვეულებრივზე ბევრად მოძალადე.

ფილმი მსოფლიოს კინოთეატრებში 2019 წლის 19 აპრილს გამოვა.


Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page