აკიიუკი შინბოსა და ნობუიუკი ტაკეუჩის ახალი ანიმე - „ფოიერვერკი“
- ჩიკოლინო
- Apr 4, 2018
- 1 min read

ფილმი მოგვითხრობს სენტიმენტალური შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობებზე.
იაპონიის ზღვისპირა სოფელში საზაფხულო არდადეგები დადგა. რაკეტების გასროლის ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, ბავშვები ფოიერვერკების ზომებზე კამათობენ. გოგონა სახელად ნასუნა მათ არ უსმენს, რადგან დედის ნათქვამ ახალ ამბავზე ფიქრობს - ის მალე დაქორწინდება, სხვაგან გადასახლდებიან და ნასუნას სკოლის გამოცვლა მოუწევს. გოგონა თავის მეგობარს, ნომირიჩს, რომელიც მასზე შეყვარებულია, სთხოვს, რომ ერთად გაიქცნენ. საწადელს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ჯადოსნური ბურთი მათ წარსულში დააბრუნებს...
Comments