უიტნი ჰიუსტონის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
- ჩიკოლინო
- May 28, 2018
- 1 min read

უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. ამ დღეს სამუდამოდ დაგვტოვა პოპ მუსიკის ბოლო ათწლეულების ერთ-ერთმა საუკეთესო ხმამ. სიცოცხლის ბოლოს ის ნარკოტიკებს იღებდა და სვამდა. სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბობი ბრაუნთან, რომელიც მისი ქმარი იყო 1992 წლიდან 2007 წლამდე. ასევე, დესტრუქციული ურთიერთობა ჰქონდა მის ქალიშვილ კრისტინასთან, რომელიც მოგვიანებით, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცოტა ხნის წინ გამოვიდა კევინ მაკდონალდის დოკუმენტური ფილმი „უიტნი“, რომელიც მომღერლის რთულ წარსულსა და ზეწოლაზე მოგვითხრობს, რომელსაც ის დედის, სისი ჰიუსტონის მხრიდან განიცდიდა.
დოკუმენტური ფილმის უფრო შოკისმომგვრელი ნაწილია, როდესაც უიტნის დეიდა, მერი ჯონსი (ის იყო პირველი, ვინც უიტნის გვამი ბევერლი-ჰილსზე, სასტუმრო „ჰილტონში“ იპოვა) მოგვითხრობს სექსუალურ ძალადობაზე მისი ბიძაშვილის, დი დი უერვიკის მხრიდან მაშინ, როდესაც უიტნი პატარა იყო.
ფილმში ასახულია სევდიანი დეტალები, რომლებიც გვიჩვენებს ჰიუსტონის ცხოვრების პარალელებს მუსიკის სხვა ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან — მაიკლ ჯეკსონი და ემი უაინჰაუსი. ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ ფანებით, ყალბი მეგობრებით და ოჯახის წევრებით, რომლებსაც მხოლოდ მათი სიმდიდრე აინტერესებდათ.

Comentários