top of page

ესპანელი ალეხანდრა სილვა და რიჩარდ გირი ქორწინდებიან

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 16, 2018
  • 1 min read


ree

კინოსამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე მიმზიდველმა მამაკაცმა, რიჩარდ გირმა, სამი წლის წინ ურთიერთობა დაიწყო 35 წლის ბიზნესმენ ალეხანდრა სილვასთან, რომელიც გირზე 33 წლით უმცროსია.

ალეხანდრას ერთი შვილი ჰყავს — ალბერტი. რიჩარდი ამერიკაში ცხოვრობს, სილვა კი ესპანეთში, მაგრამ წყვილისთვის ქვეყნებს შორის დიდი მანძილი დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ABC იუწყება, რომ ისინი 5 მაისს დაქორწინდებიან ვაშინგტონში. რიჩარდ გირისთვის ეს მესამე ქორწინება იქნება. ის 90-იან წლებში დაქორწინებული იყო მოდელ სინდი კროუფორდზე, შემდეგ კი მსახიობ ქერი ლოუელზე. რაც შეეხება სილვას, ეს მისთვის მეორე ქორწინება იქნება. იგი ამჟამად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც უსახლკარო ხალხს ეხმარება.

„ჩვენ ერთმანეთის კარმამ მიგვიზიდა, როდესაც პირველად შევხვდით“ — ამბობს მსახიობი მის მომავალ მეუღლეზე.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page