top of page

ბიჭი, რომელიც დისნეის პრინცად იქცა

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 19, 2018
  • 1 min read

ree

ჯეფრი ეს კენდალი ძლიერი დეპრესიითა და დაბალი თვითშეფასებით იტანჯებოდა. მან ცხოვრების სტილის შეცვლა გადწყვიტა და 30 კგ-ის დაკლების შემდეგ, ის დისნეის პრინცს მიამსგავსეს.

26 წლის ჯეფრი კონექტიკუტიდან (აშშ), ინტერნეტის ახალი სენსაცია გახდა.

2016 წელს კენდალი დედასთან ერთად ცხოვრობდა და უვლიდა, რადგან ტვინის სერიოზული ტრავმები მიიღო. ჯეფრი მაშინ დეპრესიას და დაბალ თვითშეფასებას ებრძოდა. მოტივაციისთვის, მეგობარმა ის სავარჯიშო დარბაზში მიიწვია.

„ნელ-ნელა დავიწყე. ვაკეთებდი მარტივ სავარჯიშოებს. სირბილისას ბითლზებს ვუსმენდი. შემდეგ ვბრუნდებოდი სახლში და ვეხმარებოდი დედას. მერე იყო იოგა“ - ამბობს ჯეფრი.

ree

კენდალმა შეცვალა კვების რაციონი, სმას თავი დაანება და 2 წლის შემდეგ, მისი სხეული ძალიან განსხვავდებოდა თავდაპირველისგან. რამდენიმე დღის წინ, გადაწყვიტა თავისი ისტორია Reddit-ზე გამოექვეყნებინა.

ინტერნეტმომხმარებლებმა ის დისნეის პრინცს, ადამს შეადარეს „ურჩხული და მზეთუნახავიდან“.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page