top of page

ანდრეს ინიესტა ბარსელონას ტოვებს

  • Writer: ჩიკოლინო
    ჩიკოლინო
  • Apr 27, 2018
  • 1 min read

ree

ანდრეს ინიესტა მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს. ესპანელი ფეხბურთელი კარიერას ჩინურ საფეხბურო კლუბ „ჩუნცინ ლიფანში“ გააგრძელებს.

ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად „ბარსელონა“ უკვე ემზადება. ინიესტა ბოლო თამაშს Real Sociedad-ის წინაღმდეგ „კამპ ნოუს“ სტადიონზე 19 ან 20 მაისს ჩაატარებს. კლუბი ფეხბურთელს განსაკუთრებულ გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას უმზადებს. მასში ჩართული იქნება მთელი გუნდი და სტუმრები.

„ბარსელონას“ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს ლა ლიგის ჩემპიონობამდე. ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ინიესტასთვის ეს ლა ლიგის მეცხრე ჩემპიონობა იქნება.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page