Whatsapp-ი სარგებლობის მინიმალურ ასაკს ზრდის
- ჩიკოლინო
- Apr 16, 2018
- 1 min read

Whatsapp-ი აპლიკაციით სარგებლობის მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს 16 წლამდე ზრდის. აქამდე, სოციალურ ქსელში რეგისტრაციის მინიმალური ასაკი 13 წელი იყო. ამის შესახებ კომპანია საკუთარ ვებგვერდზე იუწყება.
სააგენტო WABetaInfo-ის ცნობით, ცვლილებები უახლოეს რამდენიმე კვირაში, 25 მაისამდე განხორციელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება Whatsapp-მა 2016 წლის მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციების შესაბამისად მიიღო.
Commentaires