CANGURO - საყიდლების კალათისა და მინიმოტოს ჰიბრიდი, რომლის ყოლასაც ისურვებდი
- ჩიკოლინო
- Nov 1, 2018
- 1 min read

იაპონურმა კომპანიამ Future Robotics Technology-მ შეიმუშავა საყიდლების საგორიალო კალათისა და პერსონალური დამხმარის სუპერტექნოლოგიური ჰიბრიდული აპარატი CanguRo, რომლიც შეგიძლია მობილური ტელეფონით, ალგორითმების დახმარებით მართო. CanguRo მოთხოვნის შესაბამისად გარდაიქმნება.
თუ გსურს ნივთების გადატანა, შეგიძლია გამოიყენო როგორც საგორიალო კალათა. თუ გადასაადგილებელი საშუალება გჭირდება, CanguRo მინიმოტოს ფუნქციას შეასრულებს სამი ბორბლით, დასაჯდომითა და საჭით.
როდის შემოვა ბაზარზე? ჯერჯერობით ლოდინი მოგვიწევს, როგორც ყველა ახალ გაჯეტზე. მისი ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.
תגובות