top of page

ნახე ვიდეო

NASA-მ უცხო პლანეტებზე მონადირე ახალი მისია გაუშვა

NASA-მ უცხო პლანეტებზე მონადირე ახალი მისია გაუშვა

NASA-მ უცხო პლანეტებზე მონადირე ახალი მისია, TESS-ი (Transiting Exoplanet Survey Satellite) გაუშვა.

TESS-ი კოსოსური ტელესკოპია, რომელიც მზის სიახლოვეს მებარე ვარსკვლავებს დააკვირდება და შეეცდება, მათ გარშემო მოძრავი პლანეტები იპოვოს.

TESS-ის ორბიტა

მისია სულ მცირე ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მეცნიერები ათასობით ახალი ეგზოპლანეტის, ანუ მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტის პოვნას ვარაუდობენ.

TESS-ი დედამიწის ორბიტაზე იმოძრავებს და პლანეტათა საპოვნელად ტრანზიტულ მეთოდს გამოიყენებს, ანუ მოძებნის რეგულარულ მცირე ჩაბნელებებს ვარსკვლავთა სინათლეში, რაც მათ წინ პლანეტების ჩავლის ნიშანია.

ახალი ტელესკოპი ჩაანაცვლებს კეპლერის კოსმოსურ ტელესკოპს, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში აღმოაჩინა 2600-ზე მეტი პლანეტა, თუმცა მას საწვავი უკვე ეწურება და რამდენიმე თვეში უმოქმედო გახდება.

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი

ასტრონომები იმდოვნებენ, რომ ხოლამდი იპოვის მრავალ ისეთ პლანეტას, რომლებიც შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს, ანდაც იქ უკვე ყვაოდეს სიცოცხლე. აღნიშნულ პლანეტებს შემდეგ დეტალურად შეისწავლიან უფრო მძლავრი ტელესკოპები, მაგალითად NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2020 წელს გაეშვება.

TESS-ი 1,5 მ X 1,2 მ ზომისა და 362 კგ-ს იწონის. მისი შექმნა ათ წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და 337$ დაჯდა.

ტელესკოპი TESS

  • Facebook - círculo blanco
  • YouTube - círculo blanco

© ჩიკოლინო 2018 - 2019

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

bottom of page